Thumbnail

ძალოსნობა | ირაკლი გობეჯიშვილმა C ჯგუფში მეორე შედეგი აჩვენა

  • ტაკშენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები 96 კგ-ში თამაშდება
  • ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან ორი სპორტსმენი ასპარეზობს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 96 კგ-მდე წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაებნენ, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავს - ირაკლი გობეჯიშვილი და ანტონ პლესნოი. 

პირველი ფიცარნაგზე გობეჯიშვილი გავიდა, რომელმაც C ჯგუფში იასპარეზა. გობეჯიშვილმა ატაცში ორი ცდა გამოიყენა და 158 კგ-ით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ქართველმა ძალოსანი აკვრაში 188 კგ-ით მე-5 იყო, ორჭიდის ჯამში კი 346 კგ-ით მე-2 პოზიციაზეა.

ირაკლი გობეჯიშვილი

ატაცი: 154 კგ. ❌, 154 კგ. ✅, 158 კგ. ✅

აკვრა: 183 კგ. ✅, 188 კგ. ❌ 188 კგ. ✅  

ამავე წონითი კატეგორიის B ჯგუფში მოგვიანებით იასპარეზებს ანტონ პლესნოი. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ფიცარნაგზე თბილისის დროით 12:00 სთ-იდან წარსდგება. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველი ძალოსნების ანგარიშზე ტაშკენტში მოპოვვებული 2 მედალია. ვიცე-ჩემპიონი 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე გახდა, ხოლო 89 კგ.-ში ბრინჯაოს რევაზ დავითაძე დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები