Thumbnail
  • უმარ ნუმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის სურვილი მეორედ გამოთქვა
  • ხაბიბის გაწვრთნილმა და ბიძაშვილმა, 25 წლის დაღესტნელმა UFC-ში მხოლოდ ერთხელ იჩხუბა

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა უმარ ნუმაგომედოვმა (ხაბიბის ბიძაშვილი) Youtube არხ “Вестник ММА-ს” ინტერვიუ მისცა და მერაბ დვალიშვილთან სავარაუდო დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

“გულწრფელად რომ გითხრათ, ეს მერაბთან ბრძოლა ძალიან მაინტერესებს, მის წინააღმდეგ სიამოვნებით ვიჩხუბებდი. არა მხოლოდ დვალიშვილთან, ტოპების პირისპირ დადგომა მინდა. მაგრამ, ქართველი იმიტომ მაინტერესებს, რომ ის მუდმივად კორპუსში შედის. მეც სულ თეიქ დაუნზე მივდივარ და ვხედავ, არის ადამიანი, რომელიც ჩემ მსგავსად აქცენტს ჭიდაობაზე აკეთებს. ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა. 

მომდევნო ბრძოლაში თუ მერაბს დამიყენებენ, ვფიქრობ, შემდეგ უკვე საპრეტენდენტო დაპირისპირება მექნება, რადგან დვალიშვილს ძალიან კარგი მოგებათა სერია აქვს, ბევრის წინააღმდეგ გაიმარჯვა. მასთან ჩხუბი ჩემთვის მაგარი იქნება,”- თქვა უმარმა. 

25 წლის უმარ ნურმაგომედოვს კარიერაში 13 ბრძოლა გაუმართავს და ყველა მოიგო. თუმცა, UFC-ში მხოლოდ ერთხელ იჩხუბა და გამორიცხული ამბავია, მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლის შანსი ჯერ არ აქვს. მერაბი სატიტულო ბრძოლისკენ მიიწევს, ნურმაგომედოვს კი რამდენიმე მატჩის მოგება ტოპ 15-ში შესასვლელად დასჭირდება… აღსანიშნავია, რომ უმარს ბიძაშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი წვრთნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები