Thumbnail

'კვარაცხელიას მაგრად თამაში შეუძლია, მაგრამ არა რუბინში' - ყაზანური გამოცემა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • გამოცემის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას დეპრესია გუნდსაც გადაედო
  • 'შესაძლოა, ზამთარში ხვიჩას შესაძენად რუბინს სერიოზულმა კლუბმა მიმართოს'

ყაზანურმა ვებ-გვერდმა Pro Kazan-მა კრიზისში მყოფ რუბინს სტატია მიუძღვნა და ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა, კარგი ლეგიონერები დაიმატა, ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნა და წესით თუ ჩემპიონობისთვის არა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა ებრძოლა. 18 ტურის შემდეგ კი პლეი-აუტის ზონას 3 ქულა აშორებს.

“გასულ ზაფხულს, მხოლოდ სმენადაქვეითებული ვერ გაიგონებდა სიახლეებს იმის შესახებ, რომ რუბინის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანს დატოვებდა და კარიერას ევოპულ ტოპ-კლუბში განაგრძობდა. საბოლოოდ, ეს უშედეგო საუბრები აღმოჩნდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი რუბინში დარჩა. იმედგაცრუებული ხვიჩა კრიზისსა და დეპრესიაში ჩავარდა. ეს მდგომარეობა კი მთელ გუნდს გადაედო.

საკლუბო დონეზე არც ისე წარმატებული თამაშის მიუხედავად, ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება არ იკლებს. ის კვლავ 18 მილიონი ევრო ღირს, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან მაგარი თამაში იყო - ქართველმა ჩრდილოელებს დუბლი შეუსრულა და ფაქტობრივად, ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის პირდაპირი საგზური აჩუქა.

როგორც ვხედავთ, კვარაცხელიას ბრწყინვალე ფეხბურთის თამაში ისევ შეუძლია - ,ოღონდ რუბინში აღარ. არაა გამორიცხული, რომ ამ ზამთარში ხვიჩას შესაძენად რუბინს სერიოზულმა კლუბმა მიმართოს და ქართველიც იმწუთშივე ევროპაში გაემგზავრება. თუ ასეთი რამ არ მოხდა, მოცდა ისევ ზაფხულამდე მოუწევს,”- წერს საიტი. 

20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები