Thumbnail
  • ნიდერლანდები 7:52 ესპანეთი
  • 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ნიდერლანდებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში ესპანეთს უმასპინძლა და 7:52 დამარცხდა. ეს იყო ბოლო შეხვედრა, რომლითაც რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშება დასრულდა და ნაკრებებმა ადგილები გადაინაწილეს.

ესპანელებმა შეხვედრა ბონუს ქულით მოიგეს, რის გამოც 12 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდნენ. ნიდერლანდები უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, ხოლო რუსეთმა 9 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა 14-14 ქულით მე-2 და მე-3 ადგილები გაიყვეს, საქართველო კი 24 ქულით რაგბი ევროპის ჩემპიონი მე-13-ედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს ეს ქულები შეუნარჩუნდებათ და 2022 წლის გათამაშების ქულებთან ერთად დაუჯამდებათ, რის შემდეგაც პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასული ნაკრები საერთაშორისო რეპეშაჟში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები