Thumbnail
  • თელავივ ჰითი 28:52 შავი ლომი
  • ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასზე მეოთხე მატჩი მოიგო

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა ევროპის სუპერთასზე მეხუთე მატჩი ჩაატარა. ისრაელის თელავივ ჰითისა და პენზის ლოკომოტივს დამარცხების შემდეგ, შავმა ლომმა ზედიზედ ორ რუსულ კლუბს უმასპინძლა. ქართველები ორი კვირის წინ პენზის ლოკომოტივთან ავჭალაში 16:19 დამარცხდნენ, ხოლო ერთი კვირის წინ ენისეისთან გამართული მატჩი 27:20 მოიგეს.

შავი ლომისთვის წელი ისრაელში დასრულდა, სადაც ქართულმა კლუბმა ადგილობრივი თელავივ ჰითი 52:28 დაამარცხა. ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდო: შალვა მამუკაშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა, აკა ტაბუცაძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო თითო ლელო სანდრო მამამთავრიშვილისა და თენგიზ პერანიძის ანგარიშზეა. გიორგი ბაბუნაშვილმა 6 გარდასახვა და 1 ჯარიმა გაიტანა, ერთი გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

შავ ლომს 20 ქულა დაუგროვდა და ენისეის 4 ქულით გაუსწრო. ქართული ფრენჩაიზი ბოლო ტურის მატჩს სწორედ ენისეისთან სტუმრად გამართავს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ეს დაპირისპირება.

კომენტარები

ბოლო ამბები