Thumbnail

მილუოკი ბაქსის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვიულმა კარიერაში მეორედ ითამაშა გუნდის სასტარტო ხუთეულში და არაერთი პირადი რეკორდიც დაამყარა. 22 წლის ქართველი ფორვარდის შედეგიან თამაშს Behind The Buck Pass გამოეხმაურა და სანდროს კლივლენდთან მატჩის ერთ-ერთი ნათელი წერტილი უწოდა.

“სანდრო მამუკელაშვილის კარიერული ღამე ნათელ წერტილად იქცა მილუოკი ბაქსისთვის, რომელიც შეთხელებული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ანტეტოკუნმპოსა და პორტისის არყოფნაში გუნდს წინა ხაზში ცარიელი ადგილები დარჩა, რამაც შანსი მისცა მამუკელაშვილს მნიშვნელოვანი სათამაშო წუთები მიეღო. სანდრო სასტარტო ხუთეულში მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვიხილეთ და მან თავისი ახალგაზრდული კარიერის საუკეთესო მაჩვენებლებიც დააფიქსირა.

სანდრო მამუკელაშვილი ლაური მარკანენის წინააღმდეგ

მამუკელაშვილმა მისთვის სარეკორდო 17 ქულა ჩააგდო, ამასთან კი, თამაშიდან 13-დან 6 სროლა გამოიყენა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქულების უმეტესი ნაწილი მან პერიმეტრიდან მიითვალა, 9-დან 4 სამქულიანი. სანდრომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას შეტევაში მართლაც მნიშვნელოვანი უნარები გააჩნია. როდესაც მილუოკის მაღლების როტაციაში მოხვედრა გსურს, კარგი შორეული ტყორცნა მნიშვნელოვანი პლუსია. ბაქსის ახალბედამ მოედანზე 42 წუთი გაატარა და აქტივში 2 მოხსნა, პასი, ჩაჭრა და დაფარებაც ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ 3 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლიც ჰქონდა, საერთო ჯამში, მამუკელაშვილმა კიდევ ერთი სოლიდური მატჩი ჩაატარა, რაც გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩებშიც საკმაო წუთებს მიიღებს. თუკი მას ასეთივე მაჩვენებელი ექნება სამქულიანებში და სარგებლის მოტანას დაცვაშიც შესძლებს, მისთვის ყველაფერი კარგად უნდა განვითარდეს. კავალიერსთან მას მართლაც გამორჩეული თამაში ჰქონდა და როდესაც ამ მძიმე მარცხის შემდეგ, რაიმე პლუსის დანახვა გვსურს, ეს ერთ-ერთი მომენტი იყო”.

შეგახსენებთ, რომ ბაქსში არსებული საკადრო პრობლემების გამო, მამუკელაშვილმა თითქმის შეუცვლელად – 42 წუთს ითამაშა და 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მილუოკიმ 19 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 24 დეკემბრის დილას ისევ შინ ჰიუსტონ როკეტსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები