Thumbnail
  • გრანადას ფორვარდმა ხორხე მოლინამ ლა ლიგის მე-18 ტურში 3 გოლი გაიტანა
  • 39 წლის თავდამსხმელი პრიმერას ისტორიაში ჰეთ-თრიკის 'უხუცესი' ავტორი გახდა

დღეს, 19 დეკემბერს, ლა ლიგის მე-18 ტურში გრანადასა და მალიორკას შორის გამართული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატისთვის ისტორიული გამოდგა - მასპინძელთა 39 წლის ფორვარდმა ხორხე მოლინამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და პრიმერას ისტორიაში “უხუცესი” ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 1 მატჩი 3 გოლის გატანა მოახერხა.

“ესტადიო ნუევოს ლოს კარმენესზე” გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე სწორედ მოლინამ გახსნა. 61-ე და 91-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი მიითვალა და საკუთარ გუნდს მოაგებინა - 4:1. 

მოლინა 1982 წლის 22 აპრილს დაიბადა და 4 თვეში 40 წლის გახდება. ლა ლიგაში კი დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, 29 წლის ასაკში. მას შემდეგ ვეტერანმა ფორვარდმა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 69 გოლის გატანა შეძლო. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "პროფესორმა", როგორც მას სამშობლოში ეძახიან, მოედანზე 758 წუთი გაატარა და 6 გოლი შეაგდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები