Thumbnail
  • ცრვენა ზვეზდა 109:62 ბორაცი
  • ქართველმა კალათბურთელმა კორონავირუსი გადაიტანა

29 წლის ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების მცველმა ჯერ კიდევ სექტემბერში კოვიდი გადაიტანა და ვინაიდან რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა, თამაში ახლაღა განაახლა.

სანაძის ბორაცი ადრიატიკის ლიგაში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ცრვენა ზვეზდას ესტუმრა და 62:109 განადგურდა, თუმცა, მთავარი ამბავი მაინც სანაძის დაბრუნებაა. დუდამ მოედანზე 15:46 წუთი გაატარა (სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა) და გუნდს 4 ქულა და 3 პასი შესძინა.

დუდამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბორაცს 4 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს შინ მონტენეგროს საუკეთესო კლუბ ბუდუჩნოსტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები