Thumbnail
  • ლონდონური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას იანვარში შეძენას განიხილავს
  • ცნობილია თანხის ოდენობა, რომელსაც რუბინი ტრანსფერში მოითხოვს

ბრიტანული გამოცემა Football Insider წერს, რომ ლონდონის ვესტ ჰემმა ყაზანის რუბინის ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე მიმართა - "ჩაქუჩებს" სურთ გაიგონ, იანვარში ყიდვის შემთხვევაში, რა თანხის სანაცვლოდ შეელევა რუსული კლუბი ქართველ ნახევარმცველს. 

როგორც გამოცემას წყარომ უთხრა, ვესტ ჰემმა რუბინს ოფიციალური მიმართვა უკვე გაუგზავნა. ვებ-გვერდის მიხედვით, რუსები ახალგაზრდა ქართველის სანაცვლოდ, დაახლოებით 15 მილიონ ევროს (13 მილიონი ფუნტი) მოითხოვენ. 

ლონდონელებს იანვარში თავდამსხმელის შეძენა სურთ, თუმცა აუცილებლად ცენტრფორვარდის აყვანა არ უნდათ. შესაძლოა, დავიდ მოიესმა მრავალმხრივი შემტევი აარჩიოს, რომელსაც თამაში წინა ხაზის ორივე ფლანგზე შეეძლება. 

გამოცემის მიხედვით, კვარაცხელიასადმი ინტერესის მიზეზი ის გახლავთ, რომ ხვიჩა სწრაფია და ბურთის დიდ დისტანციაზე წაღება ტექნიკისა და სივრცის გამოყენებით კარგად შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები