- Transfermarkt-მა უკრაინაში და გერმანიაში მოთამაშეთა ფასები შეცვალა
- საბა კვერკველიას ფასი სწრაფი ტემპით ეცემა
- აზაროვი პირველია, ჯოვინო მეორე - ეროვნული ლიგის ფასები განახლდა
ევროპულ ლიგებში ზამთრის პაუზა დაიწყო და Transfermarkt-მა ზოგიერთი პირველობის მოთამაშეთა საბაზრო ფასები განაახლა. ცვლილებები საქართველოს ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებსაც შეეხო. ახლახან გაცნობეთ, რომ განახლდა ეროვნული ლიგის მოთამაშეთა ფასები, დინამო ბათუმის 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი უკვე მილიონი ევრო ღირს და ის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ავსტრისს ბუნდესლიგაში კი გაძვირდა 23 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი - მისი ფასი 1.2 მილიონი ევროა.
სულ უფრო ეცემა 29 წლის ცენტრალური მცველის, საბა კვერკველიას ფასი. დღეიდან უკრაინულ მეტალისტში მოთამაშე კვერკველია €1.5 მილიონი ღირს. მისი ფასი ზუსტად მილიონით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი წლის წინათ, კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობდა და მისი ფასი 10 მილიონი ევრო იყო. იმ დროისთვის ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი იყო და მას ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს, განსაკუთრებით კი, ლესტერ სიტის უკავშირებდნენ. ამ სეზონში საბამ მეტალისტის რიგებში 6-ჯერ ითამაშა, მისმა გუნდმა ბოლო 5 შეხვედრა წააგო. კვერკველია ქართველ ფეხბურთელთა ათეულში აღარ შედის.

Transfermarkt-ის ფასებები უკრაინაში განახლდა და ცვლილება გიორგი წიტაიშვილსაც შეეხო, რომელიც დინამო კიევის საკუთრებაა, თუმცა ჩერნომორეცში იჯარით თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელი 200 000-ით გაიაფდა და ახლა მილიონი ევრო ღირს. ამ სეზონში მან ჩემპიონატში და თასზე 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. შარშან შემოდგომით წიტაიშვილი მილიონ-ნახევარი ევრო ღირდა.
გერმანიაში მოთამაშე გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი) €450 000 ღირს (-150 000), ხოლო უკრაინული კოლოსის ფორვარდი ნიკა სიჭინავა - €400 000 (-100 000).
ქართველი ფეხბურთელების TOP 20. Transfermarkt
1. ხვიჩა კვარაცხელია - €18 000 000
2. საბა ლობჟანიძე - €3 400 000
3. დავით ხოჭოლავა - €3 000 000
4. ოთარ კიტეიშვილი - €3 000 000
5. გიორგი მამარდაშვილი - €3 000 000
6. გიორგი ჩაკვეტაძე - €2 700 000
7. ჯიმი ტაბიძე - €2 500 000
8. ზურიკო დავითაშვილი - €2 500 000
9. ლევან შენგელია - €2 000 000
10. გიორგი ქვილითაია - €1 800 000
11. გიორგი მიქაუტაძე - €1 800 000
12. ვაკო ყაზაიშვილი - €1 600 000
13. საბა კვერკველია - €1 500 000
14. ვაკო გვილია - €1 500 000
15. ლუკა ლოჩოშვილი - €1 200 000
16. გიორგი მაკარიძე - €1 000 000
17. თორნიკე ოქრიაშვილი - €1 000 000
18. ნიკა ნინუა - €1 000 000
19. გიორგი წიტაიშვილი - €1 000 000
20. ირაკლი აზაროვი - €1 000 000
კომენტარები