- Golden State Of Mind-ის სახუმარო სტატია ზაზა ფაჩულიას შესაძლო დაბრუნებაზე
- 'ფაჩულია ისევ კარგად თამაშობს' - კლეი ტომპსონმა ზაზაზე ისაუბრა
კოვიდსიტუაციის გართულების გამო, ახლახან NBA-მ კანონი მიიღო, რომელიც ძალაში დაახლოებით ერთი თვე იქნება. ამ კანონის თანახმად, კლუბებს კოვიდინფიცირებული თითოეული მოთამაშის ნაცვლად დროებით ახლის აყვანა შეეძლებათ. ამის წყალობით, ასოციაცია თავიდან აირიდებს თამაშების გადადებას ახალი კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების ფონზე.

SBATION-ის ერთ-ერთი საიტი, Golden State Of Mind, რომელიც გოლდენ სტეიტ უორიორსის ფანებისთვის არის განკუთვნილი. "ეს კანონი განსაკუთრებით კარგია გოლდენ სტეიტისთვის, რომელმაც ისედაც გადააჭარბა ფუფუნების გადასახადის ზედა 9-ნიშნიან ზღვარს. ამ წესით კი ახალი მოთამაშეების დამატება არ აისახება ამ ზღვარზე. ამ ეტაპზე გოლდენ სტეიტს ორი მოთამაშე ჰყავს ჩამოცილებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლით - ჯორდან პული და ენდრიუ უიგინსი. ორივე გამოტოვებს საკრამენტოსთან შეხვედრას. ისინი გუნდს ვერ დაუბრუნდებიან, სანამ მათი ტესტის პასუხი (ორჯერ, 24-საათიანი ინტერვალით) ნეგატიური არ იქნება. უორიორსს შეუძლია მოკლე დროში ორი მოთამაშის აყვანა, გთავაზობთ კანდიდატებს", - წერს საიტი. ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის კი ზაზა ფაჩულიაცაა, რომელმაც მესამე სეზონია, რაც კალათბურთელის კარიერა დაასრულა და გოლდენ სტეიტში მუშაობს.
"რა თქმა უნდა, ზაზა უკვე 37 წლისაა და ის უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც არ თამაშობს. თუმცა ის კლუბშია, სადაც საკალათბურთო ოპერციების კონსულტანტად მუშაობს. ასე რომ, კლუბისთვის იოლია, მისი განაცხადში დროებით შეყვანა. შეიძლება, უკვე ასაკშია, მაგრამ ზაზა არც მაშინ იყო სწრაფი, როცა ორი საჩემპიონო წელი გაატარა გოლდენ სტეიტში, მას სხვა პლუსები ჰქონდა. უბრალოდ, წარმოიდგინეთ დიდი ქართველი შობის საღამოს გოლდენ სტეიტის ფორმით, რა მონსტრ "სქრინებს" დაუყენებდა სტეფ კარის! დევინ ბუკერს კი სამქულიანის სროლისას ფეხს "დაუტოვებდა".
ბუნებრივია, საიტს კანდიდატები სანახევროდ ხუმრობით ჰყავს შეკრებელი და არავინ ელის მონტა ელისს, ლეანდრო ბარბოზას და მით უფრო, რიკ ბერის გოლდენ სტეიტის ფორმით. თეორიულად მართლაც არ არის გამორიცხული, რომ ზაზამ რომელიმე კოვიდინფიცირებული 1-2 თამაშით შეცვალოს ამ კანონის მიღებით, თუმცა პრაქტიკულად ძნელია, იმის წარმოდგენა, რომ გოლდენ სტეიტი ამ ნაბიჯზე წავა.
შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების მიუხედავად, ზაზა ხშირად ვარჯიშობს გოლდენ სტეიტის დარბაზში. ბოლო ხანს, მან ორმხრივ მატჩშიც კი მიიღო მონაწილეობა, რომელშიც გადამწყვეტი სამქულიანი კლეი ტომპსონმა ჩააგდო. კლეი სულ მალე გოლდენ სტეიტს მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდება. ტომპსონი აცხადებს, რომ ზაზა ისევ შესანიშნავ ფორმაშია. ასე რომ, რატომაც არა? ზაზამ ერთი მატჩიც რომ ითამაშოს, მას NBA-ის კარიერაში უკვე 17 სეზონი ექნება. შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი სეზონი ასოციაციაში ვინს კარტერმა გაატარა - 22.
კომენტარები