Thumbnail
  • სეოკ-მა 2021 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა
  • წლის საუკეთესო სპორტსმენები ლაშა ტალაძაძე და ლაშა ბექაური გახდნენ

მთავარი კითხვა ასე ჟღერდა: ვინ გახდებოდა წლის საუკეთესო - ლაშა ტალახაძე თუ ლაშა ბექაური. პასუხი ასეთია: ორივე.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წლის სპორტული შედეგებით ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. ცერემონიალი სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში", სეოკ-ის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართა. 

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები, ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდნენ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაშა ბექაურმა, რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, აგვისტოში გამართულ ოლიმპიადამდე ოქრო ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვა. 

რაც შეეხება ტალახაძეს, 28 წლის ძალოსანმა წელს მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვებასთან ერთად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც გაიმარჯვა. ამასთან, ლაშამ (+109 კგ) ცოტა ხნის წინ ტაშკენტში გამართულ პლანეტის პირველობაზე ატაცში 225 კგ, აკვრაში 267, ხოლო ორჭიდში 492 კგ დააფიქსირა და ახალი მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა.   

2021 წლის საუკეთესო სპორტსმენები - ლაშა ბექაური (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა).

2021 წლის აღმოჩენა "ოლიმპიური იმედი" - მარიამ ქერდიკაშვილი (ნიჩბოსნობა).

2021 წლის აღმოჩენა "ოლიმპიური იმედი" - ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

2021 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი).

2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).

2021 წლის ქალთა პორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი - ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).

2021 წლის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო).

2021 წლის საქართველოს საუკეთესო ფედერაცია - საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

ასევე დაჯილდოვდნენ: 2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია; საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია; ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის - ლაშა გოდუაძე; სეოკ-ის პარტნიორობისთვის - კომპანია "თელიანი ველი"; ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი - საქართველოს პირველი არხი; ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის - პაატა კურტანიძე; 2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი - ს/ს "საქართველოს ბანკი"; ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - არჩილ გაჩეჩილაძე; ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის - ნინო სალუქვაძე. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები