- პოლ ჯორჯი ლოს ანჯელეს კლიპერსს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება
- CHRISTMAS GAMES: ლეიკერსის საქმე მძიმედაა, კარის X-MAS-რეკორდი
ლოს ანჯელეს კლიპერსისთვის ეს უკვე სერიოზული პრობლემაა!
კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერი პოლ ჯორჯი იდაყვის ტრავმის გამო, რომელიც 6 დეკემბერს მიიღო, კიდევ მინიმუმ 1 თვე ვერ ითამაშებს. Los Angeles Times წერდა, რომ ხუთშაბათს, საკრამენტოსთან შეხვედრაში ჯორჯი ტკივილებმა ისევ შეაწუხა, მორიგი გამოკვლევის შედეგად კი გადაწყდა, რომ კლიპერსის სუპერვარსკვლავმა უნდა დაისვენოს.
პოლ ჯორჯი კლიპერსის მეორე ლიდერია, რომელსაც იძულებითი პაუზა უწევს. როგორც იცით, კავაი ლეონარდს ოპერაციის შემდეგ ამ სეზონში ჯერ ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. ტრავმირებულია ცენტრი აიზეია ჰარტენშტაინიც.
კავაი ლეონარდის არყოფნაში, 31 წლის პოლ ჯორჯი კალიფორნიელთა მთავარი ლიდერი გახლდათ. კლიპერსს 17 მოგება და 15 მარცხი აქვს, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. ჯორჯი აქამდე საშუალოდ მატჩში 24,7 ქულას აგროვებდა. კლიპერსს მომდევნო შეხვედრა ორშაბათს გამთენიისას, დენვერ ნაგეთსთან უწევს.
კომენტარები