Thumbnail

'მინდა, ლაშა ტალახაძეს ვაჯობო' - ამბიციური ირანელი ძალოსანი

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • თინეიჯერმა ძალოსანმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიო რეკორდი ტაშკენტში მოხსნა
  • ირანელმა სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა

18 წლის ირანელმა ძალოსანმა ალირეზა იუსეფიმ Tehran Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერაში დიდი მწვერვალების დაპყრობა უნდა და სურს, ლაშა ტალახაძეს აჯობოს. 

ალირეზამ ტაშკენტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აკვრაში 238 კილოგრამი დააფიქსირა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ახლა კი აცხადებს, რომ უკვე ზრდასრულებს შორისაც სურს რეკორდების დამხობა.

“კმაყოფილი ვარ იმ მაჩვენებლით, რაც ტაშკენტში დავაფიქსირე. ჩემი პირველი მიზანი ახალგაზრდული რეკორდის მოხსნა იყო, იმ მომენტიდან კი მიზნად უფროსებს შორის საუკეთესო შედეგის მიღწევა დავისახე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი პოტენციალი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეჩვენებინა. მომავალ წლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა სამყაროში ყველაზე მძიმე წონები ავწიო,” - თქვა 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებულმა.

მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ალირეზა იუსეფმა ჯამში 421 კილოგრამი დააფიქსირა და მე-7 ადგილი დაიკავა. ლაშა ტალახაძემ კი აღნიშნულ შეჯიბრებაზე 3 რეკორდი (აკვრა, ატაცი და ჯამი) დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები