- ქართველ ფორვარდს გამორჩეული მატჩი ჰქონდა
- ნიქოზიურ დერბიში აპოელ-მა ომონიას 4:2 მოუგო
კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩი ნიქოზიის აპოელ-სა და ომონიას შორის, რომელიც 29 ნოემბერს ძლიერი ნისლის გამო შეწყდა, დღეს მე-17 წუთიდან განახლდა და აპოელ-მა 4:2 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა მატჩი დაიწყო, თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა განახლებულ შეხვედრაში ქართველი შემტევი მოედანზე არ გასულა. სამაგიეროდ ითამაშეს ბუბა დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, ამ უკანასკნელმა კი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
ქვილითაიას პასით იანის საციასმა გამოიჩინა თავი (2:1), ხოლო 58-ე წუთზე გიორგიმ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა (3:1). საბოლოოდ, მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს.
28 წლის ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. აპოელ-ს 14 თამაშში 20 ქულა აქვს მოპოვებული და მე-6 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 იანვარს, პააეკ-ს ესტუმრება.
კომენტარები