Thumbnail

NBA | იოკიჩის შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი - დენვერმა კლიპერსს ბრძოლაში მოუგო

დასავლეთ კონფერენციაში ორი ის გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, რომლებიც სეზონის წინ კონფერენციის პოტენციურ ლიდერებად მიიჩნეოდნენ, თუმცა ტრავმებმა მათი ამბიციები შეამცირა. დენვერს უკვე დიდი ხანია ჯამალ მარი აკლია, კლიპერსს - კავაი ლეონარდი და ორი დღის წინ ტრავმა მიიღო პოლ ჯორჯმაც. ახლა ეს გუნდები უფრო პლეი ოფში მოსახვედრად უფრო იბრძვიან, ვიდრე ჩემპიონობისთვის.

დაძაბული თამაში გამოვიდა - ჯერ დენვერი იყო წინ, შემდეგ მესამე მეოთხედი კლიპერსმა 13 ქულით მოიგო, თუმცა მეოთხე მეოთხედი ისევ კოლორადოელებს დარჩათ. დენვერის ბოლო შეტევაში, +1-ზე იოკიჩზე დაჯარიმდნენ - სერბმა ჯარიმები გამოიყენა და +3 გახდა. კლიპერსს ბოლო წამზე გათანაბრება შეეძლო, თუმცა ბრენდონ ბოსტონ ჯუნიორის სამიანი არაზუსტი გამოდგა.

იოკიჩი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო 26 ქულით და ფენომენალური 22 მოხსნით. 6-ჯერ მან მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლას სროლები არ მისდიოდა და 26 ქულისთვის მას 24 სროლა დასჭირდა. იოკიჩმა 24-დან მხოლოდ 9 სროლა გამოიყენა და საკმაოდ დაბალი პროცენტით ისროდა. სწორედ ამიტომ, მან შეხვედრა -7-ით დაასრულა. ტრავმებით გაწამებული კლიპერსიდან ერიკ ბლედსოუ გამოირჩეოდა, რომელსაც 18 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ეს გუნდები მეოთხე-მეხუთე პოზიციას იყოფენ. ჯორჯი კიდევ ერთი თვე არ დაბრუნდება და სავარაუდოა, რომ კლიპერსს კიდევ უფრო გაუჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები