Thumbnail

ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ქართველმა დიდოსტატმა 4-დან 3 მატჩი მოიგო
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილიც ასპარეზობენ

ქალთა საჭადრაკო რეიტინგის მე-8 ნომერი ნანა ძაგნიძე სწრაფ ჭადრაკში ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის შემდეგ მე-3 ადგილზეა.

ქართველმა დიდოსტატმა 4 შესაძლებლიდან 3,5 ქულა მოიპოვა, მის წინ მხოლოდ ალექსანდრა კოსტენიუკი და ვალენტინა გუნინა არიან, რომლებიც ნანას 0,5 ქულით უსწრებენ. ძაგნიძის მეტოქე მომდევნო ტურში ინდოელი მოჭადრაკე ვაიშალი რამეშბაბუ იქნება.

ნანას გარდა, ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი გამოდიან. ნინომ 1,5 ქულა დააგროვა და 69-ე ადგილზეა, ხოლო ლელას 1 ქულა აქვს და 93-ე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები