- გერმანული ‘კიკერის’ წლის პერსონა რობერტ ლევანდოვსკი გახდა
- შარშან ეს წოდება ჰანსი ფლიკმა დაიმსახურა, შარშანწინ - იურგენ კლოპმა
“წლის პერსონას ათწლეულებია ვასახელებთ და საუკეთესოს არჩევა ასე ადვილი ძალიან იშვიათად ყოფილა” - ვკითხულობთ “კიკერის” რედაქციის განმარტებაში. სოლიდურმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ მიუნხენის ბაიერნისა და პოლონეთის ნაკრების გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი წლის პერსონად დაასახელა.
33 წლის თავდამსხმელმა წელს ორი ისეთი რეკორდი მოხსნა, რომელთა გაუმჯობესება ათწლეულების მანძილზე ვერავის წარმოედგინა. 2020/2021 წლების სეზონის ბოლო მატჩში მან აუგსბურგს 90-ე წუთზე გაუტანა და ეს გახლდათ 41-ე გოლი სეზონში, რითაც მან გერდ მიულერის 1971/72 წლების სეზონის უნიკალური რეკორდი დაამხო. გარდა ამისა, მიულერს 1972 კალენდარულ წელს 42 გოლი ჰქონდა გატანილი. ლევანდოვსკიმ კი 2021 წელს ბუნდესლიგაში 43 გოლი გაიტანა.
თუმცა “კიკერს” პოლონელი წლის პერსონად მხოლოდ ამის გამო არ დაუსახელებია. ჩვენი გერმანელები კოლეგები წერენ, რომ ლევანდოვსკიმ ეს ჯილდო თავისი პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მონდომებისა და თავმდაბლობის გამო დაიმსახურა.
კიკერის ‘წლის პერსონა’ - ყველა გამარჯვებული 1990 წლიდან
1990 - ფრანც ბეკენბაუერი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
1991 - კარლ-ჰაინც ფელდკამპი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1992 - ერიხ რიბეკი (ბაიერნის მწვრთნელი)
1993 - ვინფრიდ შეფერი (კარლსრუეს მწვრთნელი)
1994 - ფოლკერ ფინკე (ფრაიბურგის მწვრთნელი)
1995 - ბერტი ფოგთსი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
1996 - თომას ჰელმერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
1997 - ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1998 - ოტო რეჰაგელი (კაიზერსლაუტერნის მწვრთნელი)
1999 - ლოთარ მათეუსი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2000 - რუდი ფიოლერი (მწვრთნელი - ლევერკუზენი, გერმანია)
2001 - ოლივერ კანი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2002 - მიხაელ ბალაკი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2003 - ფელიქს მაგათი (შტუტგარტის მწვრთნელი)
2004 - თომას შააფი (ვერდერის მწვრთნელი)
2005 - თომას დოლი (ჰამბურგის მწვრთნელი)
2006 - ფრანც ბეკენბაუერი (მუნდიალის მთავარი ორგანიზატორი)
2007 - ივან კლასნიჩი (ვერდერის ფეხბურთელი)
2008 - ფრანკ რიბერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2009 - ფელიქს მაგათი (ვოლფსბურგის მწვრთნელი)
2010 - ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2011 - იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
2012 - იურგენ კლოპი (დორტმუნდის ბორუსიას მწვრთნელი)
2013 - ფრანკ რიბერი (ბაიერნის ფეხბურთელი)
2014 - იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი)
2015 - დირკ შუსტერი (დარმშტადტის მწვრთნელი)
2016 - ტონი კროოსი (რეალ მადრიდის ფეხბურთელი)
2017 - კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მწვრთნელი)
2018 - ფრედი ბობიჩი (აინტრახტის სპორტული დირექტორი)
2019 - იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი)
2020 - ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი)
2021 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნის ფეხბურთელი)
კომენტარები