Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ისევ არსებობს
  • 20 წლის ნახევარმცველს ყველაზე მეტად პრემიერლიგას უკავშირებენ

ყაზანური გამოცემა sport.business-gazeta რუბინის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს საიტზე გამოკითხვით ავლენს და ნომინანტებში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

20 წლის ქართველი ნახევარმცველის შესახებ გამოცემა წერს, რომ მის მიმართ ისევ დიდი ინტერესია და თუ იანვარში ინგლისის პრემიერლიგაში გადავა, ეს გასაკვირი არ იქნება.

"რუბინის მთავარმა ვარსკვლავმა 2020/21 წლების სეზონის მე-2 ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდს დაეხმარა სეზონი საუკეთესო ოთხეულში დაესრულენებინა. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში წასვლა სურდა, უკავშირებდნენ მილანს, ევერტონს, ტოტენჰემს, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა ქართველი ყაზანში მოწყენილია და საკუთარ თამაშს დიდი ხანია ეძებს. თუმცა, მის მიმართ ინტერესი მაინც დიდია - ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ზამთარში ინგლისში გადავა და ყველა ვინანებთ, რა ვარსკვლავი დაკარგა რუსულმა ფეხბურთმა", - წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიამ იანვარში შეიძლება რუბინი დატოვოს

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში კვარაცხელია ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა და სამხრეთკორეელ ფეხბურთელ ინ ბომ ჰვანს ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ყველა ტურნირზე რუბინის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში კვარაცხელიას ინგლისურ კლუბებს - ევერტონს, ვესტ ჰემსა და საუთჰემპტონს უკავშირებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები