Thumbnail

'შეიძლება, 2022 წელს ტიტულზეც იჩხუბოს' - ბრიტანულმა გამოცემამ თოფურია გამოარჩია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ბრიტანულმა გამოცემამ ილია UFC-ის პერსპექტიულ მებრძოლთა შორის დაასახელა
  • 'ევლოევისა და თოფურიას ბრძოლას ნახევრად მსუბუქი წონის მომავლის გადაწყვეტა შეუძლია'

პოპულარულმა ბრიტანულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Give Me Sport UFC-ის ის Top 10 მებრძოლი დაასახელა, რომლებსაც MMA-ის ფანები 2022 წელს ყურადღებით უნდა დააკვირდნენ და მათ შორის დაუმარცხებელი (11-0) ილია თოფურიაც შეიყვანა. 

"ილია თოფურიას პატივისცემის მოპოვება სურდა. რაიან ჰოლის წინააღმდეგ ქართველს რაღაც უნდა დაემტკიცებინა და მან ეს ყველაფერი აჩვენა. 

ახლა წონის რეიტინგის Top 15-ის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დროის საკითხია - სარეიტინგო კიბეზე მაღლა მალე აცოცდება… სუბიექტურად შეიძლება ვთქვათ, საერთოდ არ გაგვიკვირდება 2022 წელს თოფურიამ ტიტულზეც რომ იჩხუბოს, ის ნამდვილად ასეთი მაგარია," - წერს საიტი. 

სტატიის ავტორის აზრით, ქართველის მომდევნო ბრძოლას UFC-ის ნახევრად მსუბუქ წონისთვის (Featherweight) უდიდესი მნიშვნელობა აქვს: "იგივე შეიძლება ვთქვათ მოვსარ ევლოევის შესახებ, რომელიც რეიტინგში მე-13 გახლავთ. ამ სიაში (Top 10-ში) ისიც შევიყვანეთ. ევლოევისა და თოფურიას ბრძოლას ნახევრად მსუბუქი წონის (Featherweight) რამდენიმეწლიანი მომავლის გადაწყვეტა შეუძლია."

ილია თოფურია დაუმარცხებელ ინგუშ მოვსარ ევლოევს, რომელიც ყაზახეთის სახელით გამოდის, 23 იანვარს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები