Thumbnail
  • ალმერია 1:2 ელჩე
  • ქართველის გუნდი სამეფო თასს გამოეთიშა

ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალში სეგუნდა დივიზიონის ლიდერმა ალმერიამ საკუთარ მოედანზე ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზე მყოფი ელჩე მიიღო და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. 

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 42-ე წუთზე ალმერია ბელგიელმა ლარჟი რამაზანიმ დააწინაურა. მეორე ტაიმის მე-7 წუთზე წონასწორობა პაბლო პიატიმ აღადგინა, მატჩის 84-ე წუთზე კი სტუმრებს გამარჯვება რაულ გუტიმ მოუტანა და ალმერია თასის გათამაშებას გამოეთიშა. 

ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ანდალუსიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, შეხვედრის 54-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. გიორგიმ ხელი დაიზიანა და მისი ადგილი გუნდის კაპიტანმა ფერნანდო მარტინესმა დაიკავა. ალმერია კი მომდევნო მატჩს სეგუნდა დივიზიონში, 10 იანვარს ლას პალმასის წინააღმდეგ გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები