- ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში მე-11 გამარჯვება მოიპოვა
- მოქმედ ქართველ მოკრივეებს შორის ერანოსიანი საუკეთესო შედეგს აფიქსირებს
- Update: 'მზად ვარ, ნებისმიერ ჩემპიონს ვებრძოლო' - ერანოსიანი მე-11 გამარჯვების შემდეგ
თბილისის დროით 8 იანვარს ქართველმა მოკრივე ოთარ “პიტბულ” ერანოსიანმა პროფესიონალურ კრივში მე-11 ბრძოლა დომინიკელი სტერლინგ კასტილიოს (16-1) წინააღმდეგ გამართა და მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა.
“პიტბულმა” ორლანდოში გამართულ “ShoBox: The New Generation-ის” სერიების ფარგლებში გამართული 8-რაუნდიანი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. პირველმა მსაჯმა ოთარის სასარგებლოდ 79:71 დაწერა, მეორემ 80:70. შედეგი ლოგიკური გახლდათ, რადგან ერანოსიანი მთელი ბრძოლის მანძილზე მეტოქეზე დომინირებდა და მხოლოდ პირველ რაუნდის მიმდინარეობისას ნოკდაუნში ორჯერ გაუშვა…
ახალქალაქელი მოკრივე სუპერნახევრადმსუბუქ (super featherweight) წონაში WBA ვერსიით რეიტინგის მე-7 ნომერია, რაც მოქმედ ქართველ მოკრივეებს შორის საუკეთესო შედეგია.
ოთარმა გასულ წელს 6 ბრძოლა ჩაატარა, ახალი, 2022 წლის დასაწყისშივე იჩხუბა და თუ ამ ტემპში განაგრძობს, სატიტულო ბრძოლა შორეული პერსპექტივა ნამდვილად არ გახლავთ. აღნიშნულ წონაში ჩემპიონი ვენესუელელი როხერ გუტიერესია, რომელმაც 2021 წელს ექს-ჩემპიონი რენე ალვარადო 2-ჯერ დაამაარცხა.
კომენტარები