Thumbnail
  • კიმბერლი ბირელი 6:2, 6:1 ეკატერინე გორგოძე
  • ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობას წყვილებში გააგრძელებს

ავსტრალიაში 2022 წლის პირველი დიდი სლემის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გრძელდება - ჩოგბურთელები ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვიან.

სამწუხაროდ, მარიამ ბოლქვაძის მარცხის შემდეგ (176), ტურნირს ერთეულთა თანრიგში ეკატერინე გორგოძეც გამოეთიშა, რომელმაც პირველ წრეში შვეიცარიელი ლონი კუნგი სამ სეტში დაამარცხა - 6:3, 1:6, 6:3.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იყო. ეკატერინემ შეხვედრა ორ სეტში დათმო - 2:6, 1:6. ბირელმა გორგოძის 5 მოწოდება მოიგო და ძირითად ბადემდე ერთი მოგებაღა აშორებს. ეკატერინე გორგოძე ასპარეზობას წყვილებს შორის გააგრძელებს, სადაც ის ძირითად ბადეშია.

კომენტარები

ბოლო ამბები