Thumbnail
  • გიორგი მამარდაშვილი 2021 წელს ვალენსიას ფეხბურთელი გახდა
  • ტრანსფერის განხორციელებაში უდიდესი წვლილი ლევან სეთურიძემ შეიტანა
  • ქართველ აგენტსა და საფეხბურთო მენეჯერს სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ

ქართულ ფეხბურთში 2021 წლის მთავარ მოვლენად გიორგი მამარდაშვილის ეროვნული ლიგიდან ლა ლიგაში გადასვლა შეგვიძლია მივიჩნიოთ.

2009 წელს გიორგი მაკარიძე თბილისის დინამოდან ლე მანში გადავიდა და მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონატიდან წამყვან (ტოპ 5) ევროპულ ლიგაში ტრანსფერი არ განხორციელებულა (ვგულისხმობთ წამყვანი ევროპული ლიგის კლუბის პირდაპირ ძირითად გუნდში მოხვედრას). თუ კლუბის ისტორიასა და ლიგის დონეს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რანგის ტრანსფერი საქართველოს ჩემპიონატიდან 1999 წლის შემდეგ არ შემდგარა, როცა რატი ალექსიძე თბილისის დინამოდან ლონდონის ჩელსიში გადავიდა. 2008 წელს იყო ლევან ყენიას ტრანსფერი, თუმცა ის თავიდან შალკეს 19-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა. ამრიგად, მამარდაშვილის ვალენსიაში გადასვლა 21-ე საუკუნეში საქართველოს ჩემპიონატიდან განხორციელებული ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. 

ყველა წარმატებული ტრანსფერის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ბევრისთვის დაუნახავ საქმეს აკეთებენ, თუმცა მათ გარეშე ფეხბურთელთა კარიერული წინსვლა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. გიორგი მამარდაშვილის აგენტი საფეხბურთო მენეჯერი ლევან სეთურიძეა, რომელმაც ქართველი მეკარის წარმატებულ ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა. 

“ეს ტრანსფერი საფრთხეში არაერთხელ იყო,” - ამბობს ლევანი პოპსპორტთან ინტერვიუში, რომელშიც გიორგის ტრანსფერსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები