Thumbnail

'მშიშარა ვირთხა ხარ!' - ილია თოფურიამ მოვსარ ევლოევს უპასუხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

"ყველაფერი შენ დაიწყე და არა მე, მშიშარა ვირთხავ" - ასე უპასუხა ილია თოფურიამ მოვსარ ევლოევს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი აგრძელებდა შეურაცხყოფას, რომელიც თავადვე დაიწყო.

თოფურიამ ტვიტერში ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუს მებრძოლს დასცინა. როგორც ილიამ აღნიშნა, ის აპირებდა, რომ ოქტაგონზე ევლოევისთვის თავი მოეძრო:

"ჰეი, პატარა ვირთხავ! მე არ დამიწყია, ეს ყველაფერი შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც შემეძლო ვირთხისთვის თავის მოწყვეტა და მე აქ ვარ. როცა ორ კაცს ჩხუბი აქვს და ერთი არ ჩნდება, საიდანაც მე ვარ, იქ მას მხდალს, ლაჩარს უწოდებენ. ეს ეპითეტი შენთვის იდეალურია. მამაცი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ინტერნეტში ან ონლაინ ხარ. დაუმარცხებელი სერია ოქტაგონზე გასვლის გარეშეც დაკარგე, რადგან ზუსტად იცოდი, რაც მოხდებოდა - შენთვის თავის მოძრობას ვაპირებდი, ვირთხავ! კოვიდი მაქვსო... ვირთხა ხარ!", - ამბობს თოფურია.

შეგახსენებთ, რომ ევლოევს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. თოფურიაც დაუმარცხებელია - მას 11 შეხვედრა აქვს მოგებული და აქედან 3-ჯერ UFC-ში გაიმარჯვა. ილიას მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი ჰყავს დამარცხებული. ისინი ერთმანეთს 22 იანვარს, UFC 270-ის ღონისძიებაზე უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ბრძოლა ჩაიშალა, რადგან ევლოევს კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა, თოფურიას ამ ვერსიის არ სჯერა.

ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია თოფურია საჩხუბრად კანადელმა შარლ ჟორდენმა გამოიწვია და ბრძოლის ჩატარებას მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა აკლია.

კომენტარები

ბოლო ამბები