Thumbnail

შთამბეჭდავი მოგება - ტოჩინოშინმა მიოგირიუ დოჰიოდან გადადგა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 34 წლის ქართველმა სუმოისტმა იაპონელ მიოგირიუს აჯობა
  • ტოჩინოშინს იანვრის ბაშოზე აუცილებლად დადებითი ბალანსი სჭირდება

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-7 ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-3 გამარჯვება იზეიმა.

დღეს, ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მეტოქე იორიტაოშის ილეთით დაამარცხა. ლევანმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალედ იმოქმედა და ამ ბაშოზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

მე-8 საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ცერუტუიოში იქნება, რომელიც მე-11 მაეგაშირაა. მისი ბალანსი ჰაცუ ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხია.

კომენტარები

ბოლო ამბები