Thumbnail

'კლუბი უნდა შეიცვალოს' - კვარაცხელია შეკრებაზე ინდივიდუალურად მოემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლეონიდ სლუცკის აზრით, კვარაცხელიას ინდივიდუალური ვარჯიში ეყოფა
  • 'ჩემპიონატის' 11 ფეხბურთელი, რომელთაც კლუბი უნდა გამოიცვალონ

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება. როგორც რუბინის ოფიციალურ საიტზე დაიწერა, ქართველი შემტევი თურქეთში ინდივიდუალურად ემზადება და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. თუმცა ტრავმა არაფერ შუაშია. სიტუაცია ლეონიდ სლუცკიმ ახსნა:

"იმ ფეხბურთელებისთვის, რომელთაც ბოლოს დიდი დატვირთვები ჰქონდათ, შევიმუშავეთ ინდივიდუალური გეგმები. ეს ეხება ხვიჩა კვარაცხელიასაც. ისინი მთელი შეკრება მხოლოდ ცალკე მოემზადებიან", - განაცხადა რუბინის თავკაცმა. 

"ჩემპიონატმა" 11 ფეხბურთელის სია შეადგინა, რომელთაც გამოცემის აზრით, კლუბი აუცილებლად უნდა შეიცვალონ. მათ შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც. "ნაკლებს არ თამაშბს, მაგრამ 15 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. თავად ნახევარმცველს სჯერა, რომ მოედანზე პრობლემები არ აქვს. ბოლო ინფორმაციით, მას ვესტ ჰემს უკავშირებენ. ინგლისურ კლუბს ზამთარშივე სურს მისი დამატება და შესაძლოა, რუბინმა 15 მილიონი ევრო მიიღოს". 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის  პრემიერ-ლიგა მხოლოდ 28 თებერვალს განახლდება, როცა რუბინი სტუმრად ზენიტს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები