Thumbnail
  • ახნასი 0:3 აპოელ | ქვილითაია 1 გოლი, 1 ასისტი
  • დაუშვილი დისკვალიფიკაციის გამო 2 მატჩს გამოტოვებს

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-17 ტურში ქართველი ლეგიონერების აპოელ-ი ახნასს ესტუმრა და 3:0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყვნენ, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი - სათადარიგოთა სკამზე. 

მე-20 წუთზე ქვილითაიამ კარგი პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა. გოლი ვიდეორეფერიზე გადაამოწმეს, თუმცა ძალაში დატოვეს. მალე მან საგოლე პასიც მიითვალა. ეს ქვილითაიას მე-5 გოლია სეზონში. მის ანგარიშზე 3 საგოლე პასიცაა. გიორგიმ მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. დაუშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და ახლა გუნდს დისკვალიფიკაციის გამო, ორი ტური ვერ დაეხმარება. ოქრიაშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, მესამე გოლი მის კუთხურს მოყვა. 

გიორგი ქვილითაია (აპოელ): "რთულ დაპირისპირებას ველოდით, მაგრამ თამაში კარგად დავიწყეთ. აგრესიულად ვთამაშობდით და ამან საქმე გაგვიადვილა. როცა გოლი გაგაქვს ძალზე სასიამოვნოა, ფორვარდისთვის ეს ყველაზე კარგი გრძნობაა. მაგრამ მოგებები დავიწყეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ადრე ბევრი ფრე გვქონდა. მეტი შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ უკეთ ვითამაშებთ, აპოელ-ის მიზნები არასდროს იცვლება". 


აპოელ-ს 23 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ჯგუფში ბრძოლას სწორედ 6 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. თემურ ქეცბაიას ანორთოსისი 22 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა აპოელ-ზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. 

კომენტარები

ბოლო ამბები