Thumbnail

პირველი მარცხი UFC-ში, ჭიკაძემ კატართან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე  ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა მებრძოლმა UFC-ში პირველად წააგო

34 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. გიგამ ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიანი დაპირისპირებაში სრულად იჩხუბა. საბოლოოდ, შეხვედრის გამარჯვებული ამერიკელი მებრძოლი გახდა.

მიუხედავად მარცხისა, ეს ქართული MMA-ს ისტორიაში დაწერილი კიდევ ერთი ახალი ახალი ფურცელია, რადგანაც გიგამ UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში უკვე მეორედ იჩხუბა.

კატარმა პირველი რაუნდი აქტიურად დაიწყო, რის შემდეგაც გიგაც გააქტიურდა, თუმცა ერთ მომენტში დარტყმის შესრულებისას ფეხი დაუცდა და კელვინმა შეხვედრა პარტერში გადაიყვანა, სადაც სიტუაციას ბოლო წუთამდე აკონტროლებდა  თუმცა გიგამ ამოტრიალება მოახერხა. ამერიკელმა რაუნდი მაინც მოიგო.

მებრძოლებმა მეორე რაუნდში ერთმანეთს ბევრი დარტყმა გაუტარეს. კატარმა რაუნდის ბოლოს რამდენიმე კარგი დარტყმა შეასრულა და ბოლოს გიგა პარტერშიც გადაიყვანა. ორი რაუნდის მიხედვით უპირატესობა კელვინს ჰქონდა.

25 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44), გამარჯვებული კელვინ კატარი გახდა, რომელმაც UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები