Thumbnail

'პირდაპირ ომით დავიწყეთ' - რას წერენ ჭიკაძისა და კატარის ბრძოლაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

34 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. გიგამ ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიანი დაპირისპირებაში სრულად იჩხუბა. საბოლოოდ, შეხვედრის გამარჯვებული ამერიკელი მებრძოლი გახდა.

ქართველი და ამერიკელი მებრძოლების ჩხუბს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. განსაკუთრებით საინტერესოა, იმ მებრძოლების კომენტარები, რომლებიც ახლა UFC-ში იბრძვიან.

2021 წლის საუკეთესო მებრძოლი UFC-ში, ნიგერიელი კამარუ უსმანი ჭიკაძისა და კატარის შეხვედრაზე წერს: ''რა ბრძოლა''. 

UFC-ს ოფიციალური გვერდმა ორივე მებრძოლს მადლობა გადაუხადა: მადლობა კელვინ კატარსა და გიგა ჭიკაძეს იმისთვის, რომ ოქტაგონზე ყველაფერი გააკეთეს. UFC-მ ღონისძიების საუკეთესო დაპირისპირებად სწორედ ეს ჩხუბი აღიარა.

კოდი დერდენი (UFC-ს მებრძოლი - 12-3-1): რა ომია, წელიწადი სწორედ ასე უნდა დაიწყოს, რა ბრძოლაა.

ქაბ სვენსონი (UFC-ს მებრძოლი - 28-12): ეს დიდებული ბრძოლა იყო. როგორ დაიწყო წელი

მაიკ ჩენდლერი (UFC-ს მებრძოლი - 22-7): კატარის ჩხუბი ყოველთვის მომწონს. სულ ბრძოლაშია. გულიანი და ქედმაღალია.

შეინ ბურგოსი (UFC-ს მებრძოლი - 14-3): ბრწყინვალე მთავარი ღონისძიება წლის დასაწყებად

ჯამაჰალ ჰილი (UFC-ს მებრძოლი - 8-1): წელი პირდაპირ ომით დავიწყეთ.

შეგახსენებთ, რომ 25 წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44), გამარჯვებული კელვინ კატარი გახდა, რომელმაც UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები