Thumbnail

'წელი საოცარი ბრძოლით დაიწყო' - დანამ, გიგას და კატარის ჩხუბი შეაფასა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პირველი მარცხი UFC-ში, ჭიკაძემ კატართან წააგო
  • გამოხმაურებები ბრძოლის შემდეგ - ტვიტერი აღფრთოვანებულია

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა. გიგა, ამერიკელ კელვინ კატართან 5-რაუნდიანი დაპირისპირებაში ქულებით დამარცხდა.

ბრძოლა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა და UFC-ის ბევრი გულშემატკივარი აღაფრთოვანა, მათ შორის მებრძოლები და მათ შორის ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უათიც, რომელიც წლის პირველი მათავარი ბრძოლით კმაყოფილია.

"ასეთი ომის შემდეგ, ორივე მებრძოლი საავადმყოფოში გადავიყვანეთ..." - ამბობს დანა. "უბრალოდ იმისთვის, რომ შეგვემოწმებინა და დავრწმუნებულიყავით მათ ჯანმრთელობაში. საოცარი ჩხუბი ვნახეთ, ნამდვილი ომი!"

"წლის პირველი ბრძოლა იყო და უკვე წლის საუკეთესო ბრძოლის კანდიდატია" - განაცხადა უაითმა, რომელმაც ჩხუბის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. "ყველას დაავიწყდა მგონი კატარის და ჰოლოუეის ბრძოლა, დღეს კელვინის ბრუნში შესრულებულმა იდაყვის დარტყმამ გადაწყვიტა ალბათ ბრძოლის ბედი."

კომენტარები

ბოლო ამბები