Thumbnail

დეპორტაცია - ნოვაკის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი საბოლოოდ უთხრეს
  • სარეკორდო 21-ე ტიტულის მოგება გადაიდო...

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე სამი დღით ადრე, ქვეყნის ემიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა აუცრელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა. სერბი ჩოგბურთელის ადვოკატებმა ეს განაჩენი გააპროტესტეს.

თუმცა, სასამართლოს დღეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, სერბს ვიზაზე ისევ უარი უთხრეს და ავსტრალიური მხარე, უახლოეს დღეებში ნოვაკის დეპორტაციას მოახდენს.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით, ყველა დროის რეკორდის მოხსნას გეგმავდა, რადგან ეს მისთვის 21-ე დიდი სლემი იქნებოდა (როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს 20-20 ტრიუმფი აქვთ).

წინა კვირაში ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რადგან აცრილი არ არის. მას ე.წ. “სამედიცინო გამონაკლისის” საბუთები ჰქონდა, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, თუმცა საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, ორშაბათს კი ავსტრალიის ხელისუფლებას პირველი სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. მას შემდეგ ნოლე მელბურნში ვარჯიშობდა და ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდა. პარასკევს მინისტრმა ჰოუკმა მისი ვიზის გაუქმება და ნოლეს ქვეყნიდან დეპორტაცია მოითხოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები