Thumbnail

'ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე' - ჯოკოვიჩი დეპორტაციას გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ავსტრალიიდან ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპოტაციას შეეხება, სერბმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

"ჯერ-ჯერობით დასვენება და ბევრ რამეზე დაფიქრება მჭირდება, სანამ რამეს გადაჭრით ვიტყვი. ძალიან მეწყინა ეს გადაწყვეტილება, რის გამოც ავსტრალიაში დარჩენა და ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში არ შემიძლია." - ამბობს ჯოკოვიჩი.

"პატივს ვცემ სასამართლოს განაჩენს და ქვეყანას აუცილებლად დავტოვებ. ტურნირის მოთამაშეებს, ორგანიზატორებს, მოხალისეებს წარმატებას და კარგი ღია პირველობის ჩატარებას ვუსურვებ. ჩემს მეგობრებს, ფანებს და ოჯახს კი თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი."

ჯოკოვიჩის ამბავზე, კომენტარი მისმა დიდი ხნის მეტოქემ, ბრიტანელმა ენდი მარიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ნოვაკის გარეშე ავსტრალიის ღია პირველობა სხვა ტურნირია.

"ნოვაკი ის ადამიანია, რომელსაც 12 წლიდან ვიცნობ და პატივს ვცემ. არ მომწონს ის რაც ხდება, იმედი მაქვს სხვა ტურნირებზე, სხვა ჩოგბურთელებს მსგავსი გამოცდილების მიღება არ მოუწევთ. 

ნოვაკ ჯოკოვიჩს, ავსტრალიის ღია პირველობაზე, რანგით 150-ე ჩოგანი, იტალიელი სალვატორე კარუსო შეცვლის, რომელიც ჯოკოვიჩის თანამემამულეს - მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები