Thumbnail

'ქართველები მეზიზღება' - UFC-ის მებრძოლმა საქართველოზე იხუმრა და გიგა გამოიწვია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

UFC-ის მებრძოლმა ბილ ალჯიომ წლის პირველი საღამოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიგასა და საქართველოზე საუბრისას რამდენჯერმე იხუმრა.

ჟურნალისტი: ორთაბრძოლის შემდეგ აუდიტორიას მიმართეთ. რა იყო ამ ქმედების მოტივი?

ბილ ალჯიო: ეს გიგას საღამო იყო, სანამ კატარმა ნოკაუტში გაგზავნა (რედ: ჭიკაძემ მსაჯების გადაწყვეტილებებით წააგო). მაგრამ ვიცი, რომ ჭიკაძეს აქ ბევრი ფანი ჰყავს, კერპთან მიმართებით „ცუდი ბიჭის“ როლის თამაში კი ყოველთვის სახალისოა. მე გიგასთან ჩხუბი მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მასთან ბრძოლა მივიღო.

ჟურნალისტი: რა ხდება თქვენ შორის?

ალჯიო: უბრალოდ, ქართველების გულშემატკივარი არ ვარ (იცინის). არა, ამას უბრალოდ ვხუმრობ. გიგა არ მომწონს, სულ ესაა.

ჟურნალისტი: ის საქართველოში ახლახან გაემგზავრა, ასე არ თქვა...

ალჯიო: უუჰ, აქ კიდევ ერთი ბიჭი (კითხვის ავტორი) მყოლია, ვისაც ქართველები ჩემსავით ეზიზღება (იცინის). არა, რა თქმა უნდა, ქვეყანა საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, პირადად გიგა არ მომწონს, მასთან რაღაც ურთიერთობა მქონია. ამ კვირაშიც კი გამოვიწვიე, აწონებისას აგრესიული პიტბულივით მიყურებდა, მე უბრალოდ გავუღიმე. თავს კი ისე აჩვენებს, თითქოს არ იცოდეს ვინ ვარ, მაგრამ კარგად იცის და ახლა თავსაც ვერ ამარიდებს. ვფიქრობ, იმას მივიღებ რაც მინდა.

ჟურნალისტი: თქვენ შორის რა მოხდა?

ალჯიო: ერთსა და იმავე ამბავს რამდენჯერმე მოვყევი. კალიფორნიაში ვიყავი შვებულებისას, Kings MMA-ში წავივარჯიშე, გასართობი სპარინგის დროს ვიწრო ხელთათმანებით თავში ძლიერად დარტყმა დამიწყო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და გემოზე მოვცხე.

ჟურნალისტი: მე ბოლო შეკითხვას დაგისვამ - ქართველებში ყველაზე მეტად რა არ მოგწონს?

ალჯიო: რას მერჩი, გინდა მთელი საქართველო გადამკიდო? (იცინის).

ჟურნალისტი: მგონია, ამას ჩემ გარეშეც კარგად აკეთებ...

ალჯიო: ქართველებში, რაც ყველაზე ნაკლებად მომწონს, ეს გიგაა. ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო პასუხი ეს იქნება. (იცინის)

ბილ ალჯიომ დღეს, გიგა ჭიკაძის ბრძოლის გამართვამდე UFC-ში მე-4 შეხვედრა ჩაატარა და მეორე ბრძოლა მოიგო. ამერიკელმა 3 რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით ჟოანდერსონ ბრიტო დაამარცხა. ოქტაგონზე ინტერვიუს დროს კი თქვა:

"არიან აქ გიგას ფანები? (დარბაზში "დიახ" გაისმა) წადით სახლში, კარგი?! ეგ ბაიდენის წვრილკისერა ამომრჩეველი მინდა. მსურს იმ ქართველს ვებრძოლო, რომელსაც ჭიდაობა არ შეუძლია. მომეცით გიგა! იმედი მაქვს, კატარი სახეს გაულამაზებს და ბოლოს ისე მოუღებს. შემდეგ კი კარგად იცით, სადაც მიპოვოთ!"

კომენტარები

ბოლო ამბები