- ჭიკაძემ მიმართვა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა
- ქართველის სთორი კი კორეელმა სიცილის სმაილებით გააზიარა
- 'პირდაპირ ომით დავიწყეთ' - რას წერენ ჭიკაძისა და კატარის ბრძოლაზე
- 'ქართველები მეზიზღება' - UFC-ის მებრძოლმა საქართველოზე იხუმრა და გიგა გამოიწვია
გიგა ჭიკაძემ კალვინ კატართან განცდილი მარცხის შემდეგ ინსტაგრამის საშუალებით ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ასევე, ჩან სუნ იუნს, იგივე “კორეელ ზომბს” მიმართა.
"ყველა ჩემს ნამდვილ გულშემატკივარს მადლობას გიხდით. უკლებლივ ყველა ძალიან მიყვარხართ! თქვენ გამო ვალდებული ვარ მალე დავბრუნდე!
ირგვლივ უამრავი ყალბი ადამიანია, მაგრამ არა უშავს!
ასევე, შე***ცი შენ, კორეელო ზომბო! ბედნიერი მაშინ უნდა იყო, როცა ვიღაც შენთან ბრძოლაში დამარცხდება. იაფფასიანი **ე ხარ."
კორეელმა კი გიგას პოსტი გააზიარა, სიცილის სმაილები დაადო და დააწერა: “დამშვიდდი და დაისვენე.”
კომენტარები