Thumbnail

1 მოგება ბოლო 13 ტურში - ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რაფაელ ბენიტესს წარუმატებელი სერია არ აპატიეს
  • ესპანელი სპეციალისტი არც ფანებს მოსწონდათ და კარგი შედეგებიც არ ჰქონია

რაფაელ ბენიტესი ევერტონიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ესპანელი სპეციალისტის შემცვლელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. ბენიტესმა ევერტონი 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახური დაკარგა.

ევერტონი პრემიერლიგის 19 თამაშში მოპოვებული 19 ქულით მხოლოდ 15 ადგილზეა და ბოლო 13 ტურში ერთადერთი გამარჯვება გააჩნია. ამდენად, ბენიტესის დათხოვნა მოსალოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ რაფა ბენიტესს სამწვრთნელო კარიერის გამორჩეული წლები ლივერპულში აქვს გატარებული. მას ასევე უმუშავია ვალენსიაში, ნაპოლიში, ინტერში, ნიუკასლსა და მადრიდის რეალში.

კომენტარები

ბოლო ამბები