- ამხანაგური მატჩი | საქართველო 10:1 ტაჯიკეთი
- საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე სადებიუტო თამაშს 22 იანვარს გამართავს
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის წინ ბოლო ტესტ-მატჩი გამართა და თბილისში ტაჯიკეთის ნაკრები 10:1 გაანადგურა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც ანგარიშში ნათლად აისახა. პოკერი შეასრულა ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ელისანდრომ, რომელიც საუკეთესო იყო. მის გარდა გოლები თალესმა, ნიკოლოზ კურტანიძემ (2), ლორენსუმ, ირაკლი თოდუამა და გიორგი ღავთაძემ გაიტანეს.
მოგეხსენებათ, საქართველო ტაჯიკეთს ამხანაგურად 15 იანვარსაც გაეჯიბრა და მაშინაც იოლად მოიგო (6:2). ასათიანის გუნდი 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ასათიანის შეგირდები ევრო 2022-ის D ჯგუფში გამოვლენ, სადაც აზერბაიჯანს (22 იანვარი), ბოსნია-ჰერცეგოვინასა (26 იანვარი) და ესპანეთს (29 იანვარი) ეთამაშებიან. სამივე მატჩი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში გაიმართება.
საქართველო 10:1 ტაჯიკეთი
გოლები: 1:0 ელისანდრო (4), 1:1 იოროვი (7), 2:1 თალესი (11), 3:1 ელისანდრო (11), 4:1 კურტანიძე (12), 5:1 ელისანდრო (28), 6:1 ლორენსუ (32), 7:1 ელისანდრო (32), 8:1 ღავთაძე (33), 9:1 კურტანიძე (36), 10:1 თოდუა (40)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ზვიად კუპატაძე, თალესი, შაგინია, არჩილ სებისკვერაძე, ელისანდრო, თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია, შოთა თოფურია, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუათ, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე, ნიკოლოზ კურტანიძე.
კომენტარები