Thumbnail

Blick: ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო ყატარში ცხოვრობს და არც სამსახურში დადის

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ფიფას პრეზიდენტი დოჰაში ცხოვრობს და ციურიხში იშვიათად ჩნდება
  • ჯანი ინფანტინოს ორი ქალიშვილი დოჰაში არსებულ სკოლაში სწავლობს

შვეიცარიული Blick ირწმუნება, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ყატარის დედაქალაქ დოჰაში ცხოვრობს. ჯერ კიდევ გასული წლის მარტში ორგანიზაციამ კატეგორიულად უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ინფანტინო საცხოვრებლად ყატარში გადასვლას აპირებდა, ახლა კი დაადასტურა, რომ ჯანი დოჰაში ოჯახისთვის სახლი აქვს ნაქირავები.

ფიფას ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ინფანტინო ციურიხში მუშაობას აგრძელებს, თუმცა გამოცემას წყაროები სულ სხვა ინფრომაციას აწვდიან: ფიფას შტაბ-ბინაში პრეზიდენტი იშვიათად გამოჩნდება ხოლმე, რაც თანამშრომლებს ძალიან არ მოსწონთ.

ორგანიზაციის განცხადებით, ინფანტინო ყატარში სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხების გადასაწყვეტად ჩადის ხოლმე. თუმცა, სარწმუნო არც ეს არის, რადგან იოზეფ ბლატერის წასვლის შემდეგ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობები, ძირითადად, წარმომადგენლობითი ფუნქციებით შემოიფარგლება.

გამოცემა ამტკიცებს, რომ შვეიცარიელი ფუნქციონერის ორი ქალიშვილი დოჰაში არსებულ სკოლაში სწავლობს, თავად მმართველი კი ყატარის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან დიდ დროს ატარებს. ეს ინფო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გავრცელებულ ჭორებს ადასტურებს, რომელიც ფიფას პრეზიდენტის ემირთან ახლო კავშირებზე არსებობდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები