Thumbnail
  • სითი ბულსი 109:113 ვისკონსინი
  • სანდრო მამუკელაშვილის 24 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს განვითარების ლიგაში (G League) ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა ვისკონსინ ჰერდმა სითი ბულსთან 113:109 მოიგო, მამუკელაშვილმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

სანდრომ პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 17-დან 8 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანდრო ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

ვისკონსინ ჰერდი ამ დროისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მათი მომდევნო მეტოქე ლეიქლენდ მეჯიქი იქნება. იმედია, რომ იმ მატჩამდე სანდრო უკვე მილუოკი ბაქსის რიგებში დაბრუნდება და ისევ იქ გააგრძელებს თამაშს.


გიორგი ბეჟანიშვილის გრანდ რაპიდსი დელავერთან 111:115 დამარცხდა. გიორგიმ მხოლოდ 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები