Thumbnail

დუბლი დაუფასდა - საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ეს მოსალოდნელი იყო - საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია.

ჰატაისპორის 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სტამბოლის გალათასარაისთან დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვების (4:2) მთავარი შემოქმედი გახდა, შესაბამისად, ტურის საუკეთესო 11-ეულში მისი ყოფნა ბუნებრივია. საბა Beinsports-მა გამოარჩია,


სხვათა შორის, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში გალათასარაის პირველ წრეშიც გაუტანა, თუმცა, მაშინ მისი გუნდი დამარცხდა. გავიხსენოთ ისიც, რომ საბამ გალათასარაის გასულ სეზონშიც გაუტანა, როდესაც ანკარაგიუჯუში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ თურქულმა მედიამ რამდენიმე დღის წინათ, 27 წლის ფეხბურთელი სწორედ "გალას" დაუკავშირა. საერთო ჯამში, ლობჟანიძეს შედეგიანი სეზონი აქვს - თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 20 თამაშში უკვე 6 გოლი და 6 საგოლე პასი მოუგროვდა.

ჰატაისპორმა ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, მაგრამ ლიდერ ტრაბზონსპორთან ჩამორჩენა ისევ დიდია - 15 ქულა. მომდევნო ტურში, 20 იანვარს, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად ალანიასპორს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები