Thumbnail
  • მაილს ტერნერი კლიპერსთან შეხვედრას მარცხენა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვებს
  • გოგა ბითაძეს სათამაშო დრო გაეზრდება

ინდიანა პეისერსის მწვრთნელის, რიკ კარლაილის ინფორმაციით, გუნდის სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი 18 იანვარს (00:30-ზე თბილისის დროით) კლიპერსთან საგარეო მატჩს გამოტოვებს NBA-ის რეგულარულ სეზონში, მიზეზი ფეხის ტრავმაა. მაილსი გუნდს ლოს ანჯელესში გაყვება, ექიმები მის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეაფასებენ, თუმცა კარლაილი მის თამაშს გამორიცხავს.

ეს კი გოგა ბითაძისთვის მორიგი შანსია. bleacherreport.com-ის ინფორმაციით, შესაძლოა, გოგამ სასტარტო ხუთეულშიც კი ითამაშოს დომანტას საბონისთან ერთად. ინდიანას საიტი გოგას მეტ დროს ვარაუდობს, თუმცა სავარაუდო ხუთეულს ასე ხედავს: ბროგდონი, ლევერტი, ჰოლიდეი, კრეიგი, საბონისი. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს კორონავირუსის გამო 2022 წელს მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები - ბოსტონთან გუნდს 4 ქულა მოუტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები