Thumbnail

აიაქსის გიჟური სტატისტიკა და მაინც მეორე ადგილი ერედივიზიონში

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ამსტერდამელებს 19 ტურის შემდეგ ბურთებს შორის სხვაობა +55 აქვთ
  • ამ მაჩვენებლის მიუხედავად, სატურნირო ცხრილში, პირველ ადგილზე ეინდჰოვენია

მიმდინარე სეზონში ამსტერდამის აიაქსი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გუნდია. ჩემპიონთა ლიგაზე ნიდერლანდების ჩემპიონმა 6-დან 6-ვე თამაში მოიგო, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ამსტერდამელთა თავდამსხმელი სებასტიან ალერი გახლავთ, ერედივიზიონში კი აიაქსი საოცრებებს სჩადის - 19 ტურში 59 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს!

კამბური 9:0 გაანადგურეს, 19-დან 7 მატჩი 5:0 მოიგეს, ჯამში 13 მატჩში იმარჯვეს და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან - წინ პსვ ეინდჰოვენია. სხვათა შორის, ამ გუნდების შეხვედრაც ამსტერდამელთა სასარგებლოდ დასრულდა - 5:0.

აიაქსისაგან განსხვავებით, პსვ-მ (ბურთების შეფარდება 47:24) 1 მატჩით მეტი მოიგო და 2 მატჩით ნაკლები ფრე ითამაშა. ეინდჰოვენელებს 3 წაგება აქვთ, აიაქსს - 2. გუნდებს შორის ერედივიზიონის მეორე წრის შეხვედრა 23 იანვარს გაიმართება - ამჯერად მასპინძელი პსვ იქნება. ყველაფერი ისე ხდება, როგორც ნიდერლანდურ ფეხბურთს შეეფერება...

კომენტარები

ბოლო ამბები