Thumbnail

გოგა ბითაძის ინდიანა NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში კლიპერსს ესტუმრა და 6 ქულით დამარცხდა - 133:139. გუნდებმა დაცვას ნაკლებად მიაქციეს ყურადღება და წინა მატჩში თუ ერთმანეთს 241 ქულა ჩაუგდეს, ამჯერად ეს შედეგი 31 ქულით გააუმჯობესეს.

ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ გოგა ბითაძეს 24:37 წუთი მისცეს, რა დროშიც მან 17 ქულას, 8 მოხსნას, 2 პასსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 8-დან 6 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორივე საჯარიმო გამოიყენა. 

ამით ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მას NBA-ს ერთ მატჩში ყველაზე მეტი, 14 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. გოგამ ეს რეკორდი მინესოტასთან დაამყარა და ახლა შედეგი კლიპერსთან მატჩში გააუმჯობესა.

გოგამ ამ სეზონის რეკორდიც მოხსნა. ქართველ კალათბურთელს წლევანდელ სეზონში რეკორდი 11 ქულა ჰქონდა. ინდიანას მომდევნო მატჩი ლეიკერსთან ელის, ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები