- მოჰამად ჯავადი ირანში 2019 წელს განვითარებული მოვლენების მონაწილე იყო
- 26 წლის სპორტსმენის ადვოკატი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს
- ირანში ცნობილი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - მის შეწყალებას ტრამპიც ითხოვდა
ირანელ მოკრივეს მოჰამად ჯავად ვაფაეი-სანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის მიზეზად 2019 წლის საპროტესტო აქციებში მისი მონაწილეობა სახელდება.
ქალაქ მეშჰედის ჩემპიონი კრივში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. ის წინა წლის ნოემბერში, საპროტესტო გამოსვლების დროს სამთავრობო შენობების დაწვასა და დანგრევაში ცნეს დამნაშავედ.
26 წლის მოკრივის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს. ამავდროულად, სოციალური ქსელების მომხმარებლები ხელისუფლებას მისი სიცოცხლის გადარჩენას სთხოვენ, ტვიტერში კი გაჩნდა ჰეშტეგი #SaveMohammadJavad.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანის მართლმსაჯულებას სასიკვდილო განაჩენი სპორტმენისთვის გამოაქვს. 2020 წლის სექტემბერში სიკვდილით მოჭიდავე ნავიდ აფკარი დასაჯეს, რომელსაც ბრალი მკვლელობაში ედებოდა, თუმცა რეალურ მიზეზად საპროტესტო აქციებში მისი მონაწილეობა სახელდებოდა.
კომენტარები