Thumbnail

'ჩემსავით უნდა მოიქცე' - კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძეს უპასუხა და რჩევა მისცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძის განცხადებას უპასუხა და ურჩია, რომ მასთან დამარცხებისთვის საფასური სხვა მებრძოლს გადაახდევინოს. როგორც ამერიკელმა აღნიშნა, თვითონ ასე მოიქცა და გიგას სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც იცით, ჭიკაძემ ბრძოლის შემდეგ თქვა, რომ კატარს 10-დან 9 ბრძოლას მოუგებდა, თუმცა, კელვინი ქართველის ამ კომენტარმა არ გააღიზიანა.

"მისი ნათქვამი პირადად ჩემს თავზე არ მიმიღია, არ მაინტერესებს. მას სწრაფად გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას ვუსურვებ. გიგას ვუთხარი, რომ ახლა შეუძლია, ამის საფასური სხვა მებრძოლს გადაახდევინოს, როგორც მე მოვიქეცი მარცხის შემდეგ. იმედი მაქვს, წაგებაზე სწორად რეაგირებას შეძლებს. როგორც ჩანს, ეს სწრაფად არ მოხდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამას უბრალოდ მიხვდება. პირადად მე წაგება დამეხმარა, რომ ფოკუსირება სწორ საკითხებზე მომეხდინა, იმაზე, რისი კონტროლიც შემიძლია", - თქვა კატარმა.

კატარმა ჭიკაძეს ხუთ რაუნდში მოუგო

შეგახსენებთ, რომ კელვინ კატარი გამარჯვებული 25-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44) გახდა. მან UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის ქართველი მებრძოლი, როგორც უკვე ვთქვით, UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლის მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. ქართველი მებრძოლი ამჟამად ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. კელვინ კატართან (5) გამარჯვების შემთხვევაში, მას რეიტინგის ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული ექნებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები