- ლეხის ქართველი ნახევარმცველი თურქულ შეკრებაზე შედეგიანობით გამოირჩევა
- 29 წლის ფეხბურთელმა მაკედონიურ შკუპისთან გოლი და საგოლე პასები მიითვალა
ნიკა კვეკვესკირი ლეხ პოზნანთან ერთად სეზონის განახლებისთვის თურქულ შეკრებაზე ემზადება. საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი სპარინგ-მატჩებში მონაწილეობს და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
ნიკას გუნდმა მეორე საკონტროლო შეხვედრა მაკედონიურ შკუპისთან ჩაატარა. კვეკვესკირმა, რომელიც ლეხის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ თავით შეაგდო. ქართველმა ფეხბურთელმა ამ მატჩში საგოლე პასებიც მიითვალა. 38-ე წუთზე გოლი ნიკას მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, 54 წუთზე კი - მის გადაცემას.
ლეხის მთავარმა მწვრთნელმა 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, ცვლილებები განახორციელა და სხვებთან ერთად მოედანი კვეკვესკირმაც დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ნიკამ ლეხ პოზნანის პირველ სპარინგშიც გამოიჩინა თავი. რამდენიმე დღის წინ მისმა გუნდმა ჩეხური ოსტრავა ანგარიშით 4:2 დაამარცხა, კვეკვესკირმა კი, რომელმა მეორე ტაიმი ჩაატარა, მე-80 წუთზე ზუსტი პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლეხ პოზნანმა პოლონეთის ჩემპიონატში გასულ 19 ტურში 46 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. კვეკვესკირმა ექსტრაკლასას 17 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
კომენტარები