Thumbnail

'დასარტყამი ტომარა გახდა, იდიოტივით გამოიყურება' - ვოლკანოვსკი ჭიკაძეზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლას UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი გამოეხმაურა და 33 წლის ქართველი მებრძოლი გააკრიტიკა.

ვოლკანოვსკის თქმით, ჭიკაძე ამ დონეზე საჩხუბრად მზად არ არის და ახლა ის უბრალოდ, იდიოტივით გამოიყურება. ავსტრალიელი ფიქრობს, რომ გიგა მისი და კელვინ კატარის მიმართ უპატივცემულობას სისტემატურად ავლენდა.

"არსებობს ხალხი, რომლებიც მხოლოდ ბინძურად საუბრობენ და გვესმის, რომ ეს თამაშის ნაწილია, მაგრამ ამას სხვა მხარეებიც აქვს. ნამდვილ უპატივცემულობას ჰქონდა ადგილი, არა მხოლოდ ჩემს, არამედ კელვინ კატარის მიმართაც. უნდა შეებრძოლო ერთ-ერთ საუკეთესოს და ისე იქცევი, თითქოს, უბრალოდ სიარულით აპირებ მის დამარცხებას, იყურები საჩემპიონო ბრძოლისკენ, თითქოს, ის არც ისე შორს იყოს. მან მითხრა, რომ მოუთმენლად ელოდა ჩემთან ბრძოლას, მახსოვს მასთან საუბარი მქონდა და ვუთხარი: "შენს საქმეს მიხედე, რასაც აკეთებ და შემდეგ ეს მოხდება". არ ვიცი, შესაძლოა, ის უბრალოდ ფიქრობდა, რომ ეს სწორი გზა იყო ჩემთან შესახვედრად. ვფიქრობ, ეს ცუდი არჩევანი იყო, რადგან ახლა ის ცოტა იდიოტივით გამოიყურება. შემდეგ კორეელი ზომბიც გამოიწვია, რაზეც მან უბრალოდ ერთი ემოჯით უპასუხა.

ვფიქრობ UFC Vegas 46-მა გიგას თვალები აუხილა. ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ შეუძლებელია მხოლოდ ფეხის დარტყმას დაეყრდნო. როდესაც "გიგას დარტყმას" გააკონტროლებ, ის უბრალოდ დასარტყამი ტომარა ხდება. ამიტომაც, უნდა ებრძოლო ყველა კანდიდატს, რომ გაიგო სად ხარ, სანამ ჩემპიონებთან ბრძოლას დაიწყებ. საბრძოლო გეგმა გამართული უნდა გქონდეს, კარდიო, ყველაფერი, რაც მაქვს. ბრძოლის შემდეგ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამიტომ, სანამ ამ ტიპის ბიჭებთან ბრძოლას მოითხოვ, მანამდე ექსპერიმენტი უნდა ჩაატარო კარგ ბიჭებთან და გაიგებ სად ხარ. კატართან ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ის ნამდვილად არ არის ამ დონეზე", - თქვა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კელვინ კატარი გამარჯვებული 25-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით (50:45, 50:45, 50:44) გახდა. მან UFC-ს კარიერაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. 33 წლის ქართველი მებრძოლი, როგორც უკვე ვთქვით, UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლის მოგების შემდეგ პირველად დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები