Thumbnail
  • დავით ნინიაშვილი ჩელენჯ ქაფის ლიდერებს შორისაა
  • ქართველმა მორაგბემ ლელო ზედიზედ ორ მატჩში დადო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი და ლიონის მორაგბე, დავით ნინიაშვილი ჩელენჯ ქაფის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის ორ კომპონენტში დიდი უპირატესობით ლიდერობს.


ნინიაშვილმა ლიონის რიგებში ზედიზედ ორჯერ შეძლო ლელოს დადება. მან ტოპ 14-ში ჯერ პოს წინააღმდეგ გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ჩელენჯ ქაფზე პერპინიანთანაც ლელო დადო.


ჩელენჯ ქაფის ვებგვერდის ინფორმაციით, დავით ნინიაშვილმა ბურთი ორ თამაშში 30-ჯერ წაიღო, რითიც ამ კომპონენტში ლიდერია. გარდა ამისა, ნინიაშვილმა ბურთით 323 მეტრი იარა. ამ შედეგით ქართველი მორაგბე პირველ ადგილზეა და თანაგუნდელ კლემენ ლაპორტის 49 მეტრით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები