Thumbnail

ინდიანა პეისერსის საექიმო შტაბმა კიდევ ერთხელ გამოიკვლია მაილს ტერნერის ტრავმა და დაასკვნა, გუნდის სასტარტო ცენტრი, სულ მცირე, მომდევნო ორ კვირას ვერ დაეხმარება პეისერსს. ზუსტად ორი კვირის შემდეგ, ტერნერს კიდევ ერთხელ გამოიკვლევენ და დაადგენენ, შეძლებს თუ არა 25 წლის ცენტრი თამაშს. ეს კარგი ამბავია, გოგა ბითაძისთვის, რომელსაც მესამე სეზონია, რაც ინდიანაში სათამაშო პრაქტიკა აკლია.

NBA-ის რეგულარულ სეზონში მაილს ტერნერმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 12.9 ქულას, 7.1 მოხსნას და 2.8 დაფარებას აკეთებდა. ის NBA-ის ლიდერია საშუალოდ მატჩში დაფარებების რაოდენობით. 

ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა 15-29 ბალანსით (გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 10 წააგო) და დიდი ალბათობით, გუნდი პოსტსეზონის გარეშე დარჩება. bleacherreport.com-ის აზრით, მეტი სათამაშო დრო მიეცემა დომანტას საბონისს, რომელიც ისედაც ბევრს თამაშობს და კარდინალურად გაიზრდება გოგა ბითაძის სათამაშო დროც. 

indycornrows.com-ს მიაჩნია, რადგან გუნდი ხშირად აგებს ბოლო დროს მეტი დრო მიეცემა გოგას, ასევე პრიორეტიტული იქნება ახალბედა აიზია ჯეკსონის საქმეში ნახვაც. NBC Sports: "შესაძლოა ინდიანაში გოგას დრო მოვიდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ კლიპერსთან ბითაძეს კარიერის საუკეთესო მატჩი ჰქონდა, ასე რომ, არც ის არის გამორიცხული, რომ გოგამ მოუკლოს შემდეგ მატჩებში".

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსს სარეზერვო გუნდ მედ ანტსში ჰყავდა გაგზავნილი, როცა მაილს ტერნერის ტრავმის შესახებ გახდა ცნობილი. გოგას G ლიგაში აღარ უთამაშია, გუნდს ლოს ანჯელესში გაჰყვა და კლიპერსთან კარიერის რეკორდიც დაამყარა - 17 ქულა. სხვათა შორის, გოგამ დაახლოებით ის შედეგი აჩვენა მატჩში, რაც მაილსს საშუალოდ აქვს ამ სეზონში. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

ინდიანა მორიგ მატჩს ისევ ლოს ანჯელესში გამართავს, ოღონდ, ლეიკერსთან. ეს შეხვედრა 20 იანვარს (07:30-ზე თბილისის დროით) გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები