Thumbnail

ოქრიაშვილის ჩაწოდება, ქვილითაიას გოლი - გიორგიმ კვიპროსის თასზეც გაიტანა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აპოელ-ი 2:1 ოლიმპიაკოსი
  • გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის თასის 1/8-ფინალურ მატჩში გაიტანა
  • გოლი თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა

აპოელ-ის ფორვარდი გიორგი ქვილითაია კვიპროსის თასის მატჩში გატანილი გოლით გამოირჩა. საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. 

კვიპროსის თასის 1/8-ფინალის პირველი დაპირისპირება აპოელ-ის მოედანზე გაიმართა და მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ქვილითაიასთან ერთად თორნიკე ოქრიაშვილიც გამოჩნდა. გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბუბა დაუშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.

გიორგის გოლი თორნიკე ოქრიაშვილის მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ოლიმპიაკოსის მეკარემ პირველი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ქვილითაიამ დამატებაზე შანსი არ დაუტოვა - 1:0.  

აპოელ-ის გოლი ოქრიაშვილის მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა 

აპოელ-მა უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება პირველსავე ტაიმში, 11-მეტრიანით შეძლეს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ 78-ე წუთამდე ითამაშეს, რის შემდეგაც შეცვალეს.

კვიპროსის თასის 1/8-ფინალში აპოელ-ისა და ოლიმპიაკოსის საპასუხო დაპირისპირება 2 თებერვალს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ აპოელ-ის ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გატანა. მანამდე ქართველმა ფორვარდმა გოლებითა და საგოლე პასებით თავი კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრებში, ახნასსა (3:0) და ომონიასთან (4:2) გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ქვილითაიას აპოელ-ის მაისურით 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები